2018-2019
სასწავლო წლის სიახლე!
თანამედროვე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს
შესაქმნელად ჩვენი სკოლა საკუთარ სივრცეში შემავალ ყველა სეგმენტს სხვა საინტერესო
აქტივობებთან ერთად გთავაზობთ სიახლეს, უკონკურენტო პროგრამას - Schoolbook- ს, ელექტრონულ ჟურნალს, რომელსაც აქვს 100-ზე მეტი ფუნქცია
და ამით უმარტივებს ურთიერთობას მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას
საუკეთესო თანამშრომლობისათვის. ელექტრონული ჟურნალის ეფექტურობა განისაზღვრება მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლებისა და XXI საუკუნის ადამიანის პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
მისი საშუალებით შესაძლებელია სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული წვდომა ყველაზე
მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
Schoolbook- ის დანერგვით ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობის 3 უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს:
ü დროის ეკონომიურად მართვა;
ü საჭირო ინფორმაციაზე კომფორტული წვდომა ყველგან და ყოველთვის;
ü ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე სკოლის ყველა სეგმენტისათვის.