მოსწავლეთა ნაშრომები

ნაშრომი II

სასწავლო რესურსი (ხელნაწერი) - ზღაპრების წიგნები დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის  (სულ 55 წიგნი)
თარიღი:  29.10.2018 – 21.11.2018
ავტორები:
VII-1, VII- 2, X-1, XI-1 კლასების მოსწავლეები
 და  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ქუთათელაძე.
წიგნი 1 - „წიგნი ადამიანებსა და პლანეტებზე“ -ავტორები: მარიამ ცხვედიანი, ანა ჩილაძე;
წიგნი 2 - „მზე და მზის შვილები“ - ავტორები: ანა გაბელია, თათია ველიჯანაშვილი;
წიგნი 3 – „მანათობელი ქვები“ - ავტორები: ანა გვარამია, თათია დუნდუა;
წიგნი 4 - ერთი მუჭა თაფლი“ - ავტორები: გიორგი გოდერძიშვილი, თეკლა კობახიძე;
წიგნი 5 – „არასდროს არ არის გვიან“:  ავტორები ლიზი ლორთქიფანიძე, ივანე მხეიძე;
წიგნი 6 – „როგორ გაჩნდა ცისარტყელა“: ავტორები თეკლა შარაშენიძე, თორნიკე შარაშენიძე.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
1.სასწავლო რესურსის გამოყენების შესაბამისობა სასწავლო მიზნებთან -
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.დაწყ.(I).2  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(I).3  პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
მიმართულება: კითხვა
ქართ.დაწყ.(I).6. გაწაფულად კითხვა.
ქართ.დაწყ.(I).7. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
ქართ.დაწყ.(I).9.  წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
ქართ.დაწყ.(I).10. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
ქართ.დაწყ.(I).12. კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ბუნ.დაწყ.(I).2. ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
ბუნ.დაწყ.(I).3.  სხეულებისა და მათი შემადგენელი მასალების/ნივთიერებების თვისებების დახასიათება;


2. სასწავლო რესურსის  სამიზნე ჯგუფის თავისებურებებთან  შესაბამისია სხვადასხვა მიმართულებით:
ვიზუალური, სოციოკულტურული, სსსმ მოსწავლისათვის:
Ø  შექმნილია ქართულ ენაზე;
Ø  გამოყენებულია   დიდი შრიფტი;
Ø  ილუსტრირებულია მოსწავლეების მიერ;
Ø  ილუსტირიებულია ასაკობრივი ჯგუფისათვის საინტერესო თვალსაჩინოებებით: ნახატებით, ფერადი და სხვა საკანცელარიო მასალით, ქსოვილით;
Ø  ნახატების შინაარსი არ მოიცავს უარყოფითი, ძალადობრივი ან ასაკისთვის შეუსაბამო ნიშნებს;
Ø  აქვს სარჩევი;
Ø  ვიზუალურად ლამაზია;
Ø  მოცულობა პატარა და მსუბუქი;
Ø  კომფორტულია როგოც წასაკითხად, ასევე სამუშაოდ;
Ø  აქვს უკანასკნელი თავისუფალი გვერდი შენიშვნებისათვის.

 3. სასწავლო რესურსის შინაარსობრივი გამართულობა:
Ø  ყოველი წიგნი არის გრამატიკული ნორმების დაცვით შედგენილი შემეცნებითი ან სხვა ტიპის ზღაპარი;
Ø  არ მოიცავს ძალადობრივ ნიშნებს;
Ø  არ მოიცავს რელიგიური, ეთნიკური ან/და სხვა სახის ჯგუფებისათვის შეურაცხმყოფელ ელემენტებს;
Ø  არ შეიცავს რელიგიური ნიშნის მქონე ისტორიებს;
Ø  არ აქვს სახიფათო ან/და ტიპის ფსიქოლოგიური სტრესის მატარებელი ნიშნები;
Ø  ყოველი მათგანი სრულდება კეთილი ისტორიით;
Ø  აქვს შემეცნებითი და აღმზრდელობითი დანიშნულება.
4. სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი - დაწყებითი საფეხურის  II , III და  IV კლასების მოსწავლეები.

რეფლექსია
სასწავლო რესურსის შექმნის იდეა მე-7 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით  მხატვრული ზღაპრების სწავლებისას გაჩნდა. მოსწავლეთა აქტიურმა და საინტერესო თხზვის პროცესმა წარმოშვა აზრი იმის შესახებ, რომ მათ, უფროსი კლასელების (X-1-XI-1) დახმარებით, არა მხოლოდ ზღაპრის დაწერა, არამედ წიგნის შექმნაც შეუძლიათ. მით უმეტეს, რომ ესგ-მა ითვალისწინებს საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეებში თხზვის უნარის განვითარებას, ხოლო დაწყებითი კლასების მასწავლებლები კი აქტიურად მოიხმარენ ზღაპრებს მოსწავლეთა სხვადასხვა უნარის (კრიტიკული, შემოქმედებითი და სხვ.) გასავითარებლად.
საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს იდეა, თავად ჰქონდათ მიზნიდან გამომდინარე რესურსის შინაარსისა და ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, კერძოდ, თემების არჩევა, გაფორმება და სხვ.
სასწავლო რესურსის - ზღაპრების წიგნების შინაარსობრივი მხარე არის მრავალფეროვანი, რადგან მოსწავლეებს თავიდანვე ჰქონდათ მითითება, რომ პროდუქტი უნდა გამოეყენებინათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ცოდნის გასაღრმავებლად, სასურველი იყო, ჰქონოდა სიახლეებსა და აღმოჩენებზე ორიენტირებული შინაარსი და/ან ამა თუ იმ მოვლენის, საგნის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია. ამიტომაც შედეგი იყო ძალიან საინტერესო. მოსწავლეებმა შეთხზეს რელობასა და სამეცნიერო შეხედულებებზე დაყრდნობილი უზარმაზარი ამბავი, მაგალითად, როგორ გაჩნდა თუთიყუში, დედამიწა, ციური სხეულები, გეომეტრიული ფიგურები, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ.
რესურსი არის ქართულში, ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში საინტერესოდ გამოსაყენებელი და ეფექტური საშუალება, რის საფუძველზეც მოსწავლეები შემოქმედებით უნარებსაც განავითარებენ და ახალ ცოდნასაც შეიძენენ.
ყველაზე საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ კლასებმა, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი, თავად დაიწყეს მუშაობა ასეთივე ზღაპრების წიგნების შექმნაზე, მხოლოდ 1-ელი კლასების მოსწავლეთათვის, ე.ი. რესურსით დაინტერესება იყო მაღალი და გამოიწვია სხვა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
განსაკუთრებული პრობლემები რესურსებზე მუშაობის პროცესში მე და მოსწავლეებს არ შეგვქმნია. შეიმჩნეოდა ზოგიერთი უფროსკლასელი მოსწავლის პასიურობა, თუმცა მათ მაინც შეძლეს პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა და ყოველი მათგანი ცდილობდა, შეექმნა საინტერესო ზღაპარი უმცროსი მეგობრებისათვის.
გარდა იმ კლასების მასწავლებლებისა, რომლებსაც გადაეცათ ზღაპრების წიგნები, სხვებსაც  თავისუფლად შეუძლიათ რესურსების გამოყენება თავიანთ კლასებში, პრაქტიკულად ყოველგვარი სირთულის გარეშე.
რესურსის სპეციფიკიდან  და მოცულობიდან გამომდინარე, მასზე მუშაობა გრძელდებოდა 3 კვირის განმავლობაში, რაც ჩემგან  ითხოვდა დიდ ძალისხმევასა და მობილიზებას, რადგან სულ 114 მოსწავლის მონაწილეობით შეიქმნა 55 ზღაპრის წიგნი.
მსგავსი რესურსი პირველად შევქმენით მე და ჩემმა მოსწავლეებმა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ასეთი ჩართულობით შექმნილი რესურსი უფრო სახალისო და  საინტერესოა, ვიდრე მასწავლებლის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი რესურსი, ე.ი. უფრო ეფექტიანიც სწავლა-სწავლების თვალსაზრისით.


რესურსის ნიმუშები - წიგნი - „მზე და მზის შვილები“ - ავტორები: ანა გაბელია, თათია ველიჯანაშვილი




















ნაშრომი I

Add caption

No comments:

Post a Comment