ჩემ შესახებ

გამარჯობა, მე ვარ თამარ ქუთათელაძე, სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ბლოგის შექმნის მიზანია, დავეხმარო მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში, გავაღრმავო მშობლებთან თანამშრომლობა, გავუზიარო კოლეგებს ჩემი გამოცდილება და კომფორტული გავხადო საკუთარი პედაგოგიური საქმიანობა. ვარ თვითკრიტიკული და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. აქტიურად ვმონაწილეობ მასწავლებლისათვის სასარგებლო აქტივობებში.
მიყვარს ყველა ბავშვი დედამიწაზე, მოგზაურობა და ცხოველები.