პროექტები

პროექტი IV

სასწავლო პროექტი „შეხედეთ ჩვენი პრიზმიდან“

X-1 და XI-1 კლასების მოსწავლეებს არა ერთხელ უსაუბრიათ ქალისა და მამაკაცის უფლებებზე, მოვალეობებზე, თანამედროვე გენდერულ ბალანსზე, ქალის თავისუფლების ხარისხსა და მდგომარეობაზე ქართველოსა და მსოფლიოში. პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურული ტექსტების ანალიზის  დროს მოსწავლეები მსჯელობენ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. ქალის როლსა და მდგომარეობაზე ფართო დისკუსია იმართება უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტის, იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ შესწავლიდან ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ჩათვლით. ეს პერიოდი X-XI  კლასებში მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდეს, როგორ აისახა ლიტერატურაში ის თემები და პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა, ძალიან აქტუალური იყოს მისი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწიებით. გენდერული თანასწორობის მისაღწევად განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლებული ქალი ვერ გახდება გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი, რადგან მან იცის თავისი უფლებები და იცის გზა, როგორ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება საზოგადოებაში. 
გარემოში, სადაც ჩემს მოსწავლეები ვითარდებიან, გენდერული თანასწორობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ამიტომ სკოლამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მათი აზრისა და შეხედულებების  სწორი მიმართულებით განვითარების საქმეში.
მთლიანობაში თუ მოვიაზრებთ ყველა იმ შესაძლო მიზეზებს, რომელიც განაპირობებს ქალის დაბალ სტატუსს, მათი საკმაოდ ფართო სპექტრი არსებობს: საზოგადოებრივ ცნობიერებაში გამჯდარი სტერეოტიპები ქალის ტრადიციული როლის და მართვის უნარების უქონლობის შესახებ, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში არსებული ნორმები, რომლის მიხედვით მამაკაცს ენიჭება უპირატესობა. თვითონ ქალებში არსებული განწყობები, დაბალი სტატუსის მოლოდინი და მიმღებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალის დაბალი სტატუსი ზოგადი ტენდენცია ყველა კულტურისთვის საერთოა, კულტურათა შორის არსებული ვარიაციები მაინც საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია საზოგადოების კულტურის და განათლების დონეზე. ჩვენ პატრიარქალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ჩვენი ცნობიერებაც ამის შესაბამისია. ჯარი, ინდუსტრია, ტექნოლოგია, უნივერსიტეტები, მეცნიერება, პოლიტიკური დაწესებულებები, ფინანსები, მაშასადამე, ყველაფერი რაც ძალაუფლებას უკავშირდება, მამაკაცთა ხელშია. როგორც შარლოტ პერკინს გილმანი ამბობს: „მამაკაცის შექმნილი სამყარო, ანუ ჩვენი ანდროცენტრული კულტურა“. ამ კულტურის თანახმად კი მამაკაცი განასახიერებს კაცობრიობას, ქალი კი ერთგვარი დამატებაა, მამაკაცს დაქვემდებარებული დამხმარეა.

პროექტის მიზანი 
1.მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის კუთხით; 

2. მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ  განათლება არის გენდერული თანასწორობის საუკეთესო ინსტრუმენტი. განათლებული პიროვნება, ქალი, ყოველთვის შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და უფლებების ადეკვატურად დაცვას.









პროექტი III


დასრულდა პროექტ „ლაბორატორიის“ ერთ-ერთი ციკლი „ზღაპრული ზღაპრები“, რომელშიც მონაწილეობდნენ VII-1, VII-3, X-1, XI-1, II-3 და  III-1 კლასების მოსწავლეები. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შეთხზეს, მოხატეს, წიგნად აკინძეს ზღაპრები და გადასცეს დაწყებითი საფეხურის უმცროს მეგობრებს.  




















პროექტი II

სსიპ - ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლის ქართული  ენისა და ლიტერატურის მასწავლებლმა  თამარ ქუთათელაძემ 14.10.2018 – 02.12.2018 პერიოდში XI-1 კლასში ჩაატარა სასწავლო პ რ ო ე ქ ტ ი  -  “საქმით მეტყველი სული“, რომლის მიზანი იყო: ილია ჭავჭავაძის შემოქმედების სიღრმისეული გააზრება; კვლევის, წერითი, პრეზენტაციისა და შემოქმედებითი  უნარების განვითარება; ისტ-ის ეფექტური გამოყენება;  ძირითადი და პერიფერიული იდეებისა და ინფორმაციის დახარისხება; თანამშრომლობითი მუშაობის უნარის დახვეწა.
მოსწავლეებმა განავითარეს კვლევის უნარი, რომელზეც მუშაობა ამ ფორმით დაიწყეს  მე-10 კლასში; დახვეწეს დამოუკიდებელი და კრიტიკული  აზროვნების, შემოქმედებითი უნარები - შექმნეს მაკეტები, ნახატები, დეკორაციები, პრობლემათა „პანდორას ყუთი“ და სხვ.; ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი მუშაობის სტილისა და ფორმის თვალსაზრისით; პროდუქტიულად გამოიყენეს ისტ-ი, მოამზადეს პრეზენტაციები Maikrosoft Word, Google, Powerpoint-ის პროგრამებში; შეძლეს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა და ცხოვრებისეული დეტალების უკეთ გააზრება და  შესწავლა, დაამუშავეს ტექსტები და კრიტიკული ლიტერატურა; განახორციელეს ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი; შეძლეს თანამშრომლობითი უნარების განვითარება; გაიუმჯობესეს საკუთარი შეხედულებების მიმართ კრიტიკული მიდგომის უნარი. შეძლეს ერთმანეთის ნაშრომების ობიექტურად შეფასება, მისცეს ერთმანეთს პროდუქტიული განმავითარებელი შეფასება და მოისმინეს შეხედულებები თავიანთი პრეზენტაციის შესახებ. ერთად შევიმუშავეთ პროექტზე მუშაობის უნარების განვითარების სამომავლო გეგმა.
საბოლოოდ, პროექტი წარმატებული იყო, რადგან ყველა ძირითადი მიზანი მიღწეულია და  ნაწარმოებების სიღრმისეული ანალიზის თვალსაზრისით არსებული სირთულეები - დაძლეული.




 

  
  
  
 





პროექტი I




სოციალური პროექტი  - „ლაბორატორია“
გეგმა
ავტორი -      თამარ ქუთათელაძე
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია;
კლასი  - 1-3, 1-4, 2-1, 2-4, 7-1, 7-3, 9-3, 10-1, 10-3, 11-1.
პერიოდი - 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი
თემის აქტუალობა
სკოლის ასაკში იწყება, ვითარდება და პრაქტიკულად სრულდება ადამიანის პიროვნული ზრდა-განვითარება, რადგან ძირითად ღირებულებით კატეგორიებს მოსწავლე სწორედ სასკოლო განათლების მიღებისას ეზიარება.
ჩვენს სკოლებში მოსწავლე პრიორიტეტია, თუმცა მათი უმეტესობა ამას ვერ გრძნობს. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ყველა აქტივობა მათი წარმატებისათვის იგეგმება. ბევრ საკითხში აშკარაა სიახლეების მიმართ სკოლების ღიაობა, მაგრამ პრინციპული ცვლილებები შესამჩნევი არ არის - სკოლა და სასწავლო პროცესი მოსწავლისათვის ნაკლებად მიმზიდველია, სურს, სწრაფად დატოვოს აღნიშნული სივრცე გაკვეთილების დასრულებისთანავე; უკეთეს შემთხვევაში სწავლობს პასუხისმგებლობისა და საჭიროები გამო; დაბალია მასწავლებელსა და  მოსწავლეს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის ხარისხი.  მიუხედავად დეკლარირებული ცვლილებებისა, ქართული საგანმანათლებლო სივრცე  ნაკლებად ახორციელებს მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშემწყობ აქტივობებს, უპირატესია აკადემიური მოსწრება და მასთან დაკავშირებული აქტივობები.

პროექტის მიზანი

1. სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე თანაბარი ზრუნვის ხელშეწყობა; 
2. მოსწავლეთათვის სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა არასტანდარტულ სასკოლო გარემოში; 
3. ტრადიციული საგანმანათლებლო გარემოს შეცვლა მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის; 
4. მოსწავლეთა თვითდამკვიდრების არაძალადობრივი საშუალებების ხელშეწყობა.

პროექტის ამოცანები
·         მაქსიმალურად მოიცვას სამივე საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგები და შეძლებისდაგვარად, მშობლები;

მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
ü  მოსწავლეები გამოავლენენ საკუთარ განწყობებსა და დამოკიდებულებებს სასკოლო გარემოს მიმართ;
ü  გაუმჯობესდება ურთიერთობა მოსწავლეებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს, მოსწავლესა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის;
ü  გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში;
ü   მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო პროფესიებს და საქმიანობებს;
ü  დაინტერესდებიან სასწავლო პროცესით;
ü  პედაგოგები გაეცნობიან მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეებში მოსწავლეზე ორიენირებული გარემოს შექმნისკენ მიმართულ გამოცდილებას;
ü  შეძენილი გამოცდილებით სკოლის პედაგოგები დაგეგმავენ სამომავლო აქტივობებს.

მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
ü  სკოლა და სასწავლო პროცესი გახდება მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და საინტერესო.
რესურსები
 მუყაო, საღებავები, ბურთები, მაგიდები,  ....
ელექტრონული - Word , Excel ,  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
ინტერნეტრესურსი:
1.ბრამლეტის დაწყებითი სკოლა https://www.youtube.com/watch?v=Md_R27lgzGY&feature=youtu.be
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი: მოსწავლეთა ჩართულობით, პედაგოგთა ჩართულობით, მშობელთა ჩართულობით, შექმნილი რესურსების რაოდენობით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება სამივე ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების მიმდინარეობას.
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა სრულყოფილად ვერ მოხერხდეს დაგეგმილი აქტივობებისათვის საჭირო რესურსების მოძიება-შეძენა;
ასევე, მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ.
ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მშობელთა მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად, აქტიური პროპაგანდის აქტივობები - სასკოლო ღია კარის დღეები; ხოლო რესურსები ჩანაცვლდება თვითნაკეთი ნივთებითა და საშუალებებით.
პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
10-17.09
14-20.09
17.09
23.09-05.11
11.11 – 18.11
10.12
17.12
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

     X






2.ფოკუსჯგუფის შერჩევა; კითხვარების შედგენა; ინტერვიუს ჩატარება ( რა მჭირდება სკოლაში პოზიტიური განწყობისთვის?)



     X





ინტერვენცია -
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;



     X




4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;


  X
  



5. პროექტის სამივე ეტაპის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;



X

  


6.ინტერვენცია-

მოსწავლეთა უშუალო ჩართვა აქტივობებში:

დაწყებითი- 1.ინდივიდუალური მერხები  არ აქვთ. მაგიდები დგას ჯგუფურად. მასწავლებლის მაგიდა არ არის. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ზის ერთ-ერთ მერხთან;

2.იატაკის დამუშავება-მოხატვა - ფიზიკური განტვირთვის აქტივობების ჩასატარებლად;

3.სათამაშო და თემატური ზონების შექმნა- პროფესიების ქალაქი - საავადმყოფო (ექიმის ჩართვით), მშენებლობა, პოლიციის განყოფილება, ქვეითთა მოძრაობის წესები (მანდატურის სამსახურის დახმარებით), რედაქცია და სხვა სკოლაში შეიქმნება პრაქტიკულ-საგანმანათლებლო ზონები;

საბაზო -

1.საკლასო ოთახის შეცვლა - მოსწავლეების და მასწავლებლის სამუშაო მაგიდა ერთნაირი და ერთ სივრცეში პარიტეტული გარემო;

2. მოსწავლის პირადი სივრცე (ერთკაციანი სავარძლები, შირმები (ტიხრები), ხმაურის დამხშობი ყურსასმენი.);

საშუალო -

1.საკლასო ოთახის შეცვლა - მოსწავლეების და მასწავლებლის სამუშაო მაგიდა ერთნაირი და ერთ სივრცეში პარიტეტული გარემო;




X



         
7.ინტერვენციის შედეგების ანალიზი - შეხვედრა პროექტში მონაწილე პედაგოგებთან, სკოლის ფსიქოლოგთან, ადმინისტრაციასთან. გაზომვადი ეფექტის შემოწმება.




X


8. ფსიქოლოგის გასაუბრება პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან.




X


9.საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, საიქოლოგი, სკოლის ადმინისტრაცია;





X

10. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.







X















No comments:

Post a Comment