2018/11/09


სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
თარიღი -  09.11.2018
ტიპი  - პრობლემაზე ორიენტირებული
მასწავლებელი - თამარ ქუთათელაძე
საგანი:      ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:       საშუალო/XI -1
მოსწავლეთა რაოდენობა:  24
თემა: არაფრობის უნაყოფობა
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება-განვითარება; თანამშრომლობა სადავო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო გამოსვლის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება; გრაფიკული მაორგანიზებლების ეფექტური გამოყენება; პრობლემის გამოკვეთა და გაანალიზება.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა. გაკვეთილის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა წაიკითხეს და გააანალიზეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “კაცია-ადამიანი?!“ XIII-XIVთავები;   იყენებენ გრაფიკულ მაორგანიზებლებს; აქვთ თანამშრომლობითი მუშაობის გამოცდილება; შეუძლიათ პრობლემაზე მუშაობა.

საკლასო
შეფასების კრიტერიუმები
3        წთ
2
1.      მასწავლებელი დაფაზე წერს ფრაზას:
2.      იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი სრულ არს (მათე,V,46). სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან შეხედულება დასახელებული ფრაზის შესახებ.
3.      დაფაზე აკრავს სქემას  (დანართი №1) და სთხოვს მოსწავლეებს, წყვილებში ჩამოაყალიბონ სრულყოფილებისაკენ (იყუენით სრულ) მიმავალი გზის დინამიკა კონკრეტული მახასიათებლების დასახელებით.
4.       
გონებრივი იერიში სქემა №1-ის გამოყენებით
საკლასო; წყვილები
სქემა №1 .
შეფასების კრიტერიუმები.

7 წთ
3
მოსწავლეები არგუმენტირებულად წარადგენენ წყვილებში შეთანხმებულ   მახასიათებლებს, მასწავლებელი ჩაინიშნავს ყველასთვის მისაღებ ვარიანტებს და ჩაწერს დაფაზე გაკრულ სქემაში. ყველა  განსხვავებული მოსაზრება აუცილებლად განიხილება.
ანალიზი; მოსაზრების არგუმენტირება
საკლასო
სქემა №1, ფლიპჩარტი, მარკერები.
10 წთ
4
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ამოკრიბონ მოთხრობიდან „კაცია-ადამიანი?!“ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების საპირისპირო თვისებები, რომლებსაც ავლენენ პერსონაჟები და ჩაწერონ საპირისპირო ცნებების სქემაში 2 (დანართი  №2).
ანალიზი; შედარება-შეპირისპირება.
ჯგუფური
სქემები, ფლიპჩარტები, ფერადი მარკერები.
8 წთ
5
მოსწავლეები აუდიტორიის   წინაშე წარადგენენ ჯგუფის წევრთა  შეხედულებებს პერსონაჟთა არასრულყოფილების (პრობლემების) შესახებ. მოსწავლეები ავსებენ ერთმანეთის შეხედულებებს და არჩევენ, მათი აზრით, უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის სრულყოფილების მიღწევაში.
პრეზენტაციისას მასწავლებელი ჩამოთვლილ  მოთხრობის პერსონაჟთა უარყოფით თვისებებს  ჩაწერს მორფოლოგიური ყუთის (დანართი№3) მარჯვენა სვეტში (მორფოლოგიური ყუთი გამოიყენება მომდევნო გაკვეთილზე).
პრეზენტაცია ჯგუფის მხარდაჭერით.
პრეზენტატორი ჯგუფის მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო -როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი.2015.

მორფოლოგიური ყუთი
http://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2017/01 ფლიპჩარტი, მარკერი

10 წთ
6

5.      მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა ნაშრომებს და გამოკვეთს გაკვეთილის დასაწყისში დასახელებული ბიბლიური ფრაზის (იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი სრულ არს (მათე,V,46))
 კავშირს მოთხრობის პერსონაჟებთან.
შეჯამება
საკლასო
მოსწავლეთა ნაშრომები
5 წთ
7
საშინაო დავალება: მოსწავლეებმა მოამზადონ პრობლემათა გადაჭრის მათეული გზების ჩამონათვალი, რომლებიც ხვალ  ჯგუფთან შეთანხმებით მისცემს პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალებას.

საკლასო
სახელმძღვანელო -როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი. 2015
2 წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება-განვითარებას; თანამშრომლობას სადავო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო გამოსვლის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებას; გრაფიკული მაორგანიზებლების ეფექტური გამოყენებას; პრობლემის გამოკვეთასა და გაანალიზებას.






2018/10/26

სამოდელო გაკვეთილის გეგმა
თარიღი - 25.10.2018
ტიპი - გამჭოლი კომპეტენციები (სემიოტიკური წიგნიერება)
მასწავლებელი - თამარ ქუთათელაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/X -1
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
თემა: მოგზაურობა აბოსა და შუშანიკის ცხოვრებაში
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს, პერსონაჟის ცხოვრების საკვანძო მომენტების გააზრება; წარმოსახვითი უნარების გააქტიურება; გამოხატოს მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზოს ტექსტში გადმოცემული მოვლენები; საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინოს იგი აუდიტორიის წინაშე; ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად; იმუშაოს კოლაბორაციულ გარემოში.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
გაკვეთილის მიმდინარეობა:
1.საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
მოსწავლეებმა დაასრულეს იოვანე საბანისძის „წამებაი წმიდისა ჰაბოისი“, ნასწავლი აქვთ იაკობ ხუცესის „წამებაი წმიდისა შუშანიკისი“. იცნობენ ძირითად საგზაო ნიშნებს.
შეუძლიათ დისკუსიის გამართვა და თანამშრომლობით გარემოში მუშაობა.
„ცხოვრება, როგორც მოგზაურობა“.
2.დავალება I
მასწავლებელი დაფაზე აკრავს საგზაო ნიშნებს. სთხოვს მოსწავლეებს, დახატონ აბოსა და შუშანიკის ცხოვრების რუკა, რომელზეც საგზაო ნიშნების გამოყენებით გამოკვეთილი იქნება ამ ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც უნდა განალაგონ ქრონოლოგიურ სკალაზე. გაითვალისწინონ გარემო, რომელშიც პაერსონაჟებს უხდებოდათ ცხოვრება. პიროვნების ცხოვრება განიხილონ, როგორც მოგზაურობა, რომელი საგზაო ნიშნების გამოყენება იქნება მართებული მათი ცხოვრების მომენტების ვიზუალური გამოსახვისათვის. ასევე, რუკაზე მუშაობისას დაიტანონ ფაქტორები (შიში, ამბიცია, რისკი და სხვ.), რომლებიც გადაწყვეტილებაზე ახდენდა გავლენას.
3.გონებრივი იერიში მეტაფორის გამოყენებით
3. მოსწავლეები მუშაობენ პერსონაჟთა ფსიქო-ემოციურ პორტრეტებზე თანამშრომლობით გარემოში. ( http://mastsavlebeli.ge/?p=18293&fbclid=IwAR3NKaeXX8lQZDuQXz_HElwcVTr2HiJHU4JxTa6JJdDW3AO3IJJkD9EehH8 დავით ჩივაძე).
4. მოსწავლეები წარადგენენ ნაშრომებს აუდიტორიის წინაშე. მათ გათვალისწინებული უნდა ჰქონდეთ ფაქტორები, რომლებმაც განსაზღვრეს პერსონაჟთა ცხოვრება.
5.მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
6. მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა ნაშრომებს. ხაზს უსვამს ფაქტორებს, რომლებიც ეხმარებოდა წმინდანებს მიზნის მიღწევაში.
7. საშინაო დავალება: შევადგინოთ პირადი ცხოვრების საგზაო რუკა

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლე წარადგენს სხვადასხვა მოსაზრებას პრობლემურ საკითხზე და ისმენს განსხვავებულ აზრს; მონაწილეობს დისკუსიაში მონაწილე ყველა წევრთან თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე; აქვს საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის დამაჯერებლად წარდგენის უნარი; შეუძლია პერსონაჟის ცხოვრების გააზრება-გაანალიზება და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების კრიტერიუმები განმავითარებელი შეფასებისათვის

მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
ორი სტრატეგია სამოდელო გაკვეთილებისათვის
8 ივნისი, 2018 დავით ჩივაძე
სამოდელო გაკვეთილების ჩასატარებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფექტური სტრატეგიების შერჩევასა და გამოყენებას. ქვემოთ განხილულია ორი სასწავლო სტრატეგია, რომელთა გამოყენებას მინიმალური რესურსი სჭირდება, თუმცა მათ შეუძლიათ შეცვალონ რუტინული საკლასო გარემო და გააძლიერონ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება როგორც სამოდელო გაკვეთილებზე, ასევე, ყოველდღიურ საგაკვეთილო პრაქტიკაში, სოციალურ და ფილოლოგიურ მიმართულებებში.

„ცხოვრების საგზაო რუკა“
მოსწავლეებმა უნდა დახატონ ცნობილი ადამიანის, პერსონაჟის ცხოვრების რუკა, რომელზეც საგზაო ნიშნების გამოყენებით გამოკვეთილი იქნება ამ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს სტრატეგია ეხმარება მოსწავლეებს უკეთ ჩაწვდნენ ისტორიული პირის თუ ლიტერატურული პერსონაჟის მახასიათებლებს; გარემოს, რომელშიც მას უხდებოდა მოღვაწეობა. სტრატეგიის დახმარებით მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც პიროვნების გადაწყვეტილებებზე ახდენდნენ გავლენას. ამ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება როგორც ადრე შესწავლილი მასალის გასამეორებლად, ასევე ცოდნის, უნარების შესაფასებლად.
სტრატეგიის ეტაპები:

მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციას პიროვნების შესახებ. სტრატეგიის გამოსაყენებლად მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია პიროვნებისა (ისტორიული პირი, ლიტერატურული პერსონაჟი და სხვ.) და კონტექსტის შესახებ, რომელშიც მას უხდებოდა მოღვაწეობა. ეს ინფორმაცია მოსწავლეებმა შეიძლება მიიღონ ნაწარმოების, თხზულების წაკითხვით, ფილმის ყურებით, დამოუკიდებელი კვლევით და ა.შ. სასურველია მოსწავლეებმა პიროვნების ცხოვრების საკვანძო მოვლენები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩანაწერის სახით მოამზადონ ან თუნდაც გრაფიკულად გამოსახონ (მაგ. ქრონოლოგიურ სკალაზე დაალაგონ).

გონებრივი იერიში მეტაფორის გამოყენებით: „ცხოვრება, როგორც მოგზაურობა“. მუშაობა მიმდინარეობს ჯგუფებში. სხვადასხვა ჯგუფებს შეუძლიათ როგორც ერთსა და იმავე, ასევე სხვადასხვა პიროვნებების საგზაო რუკებზე მუშაობა. რუკაზე მუშაობის დაწყებამდე პედაგოგი მოსწავლეებს ეუბნება, რომ პიროვნების ცხოვრება უნდა განიხილონ, როგორც მოგზაურობა. კერძოდ, მათ უნდა განიხილონ, რომელი საგზაო ნიშნების გამოყენება იქნება მართებული პიროვნების ცხოვრების ამა თუ იმ მომენტის ვიზუალური გამოსახვისათვის. გამოყენებული ელემენტები შეიძლება იყოს, მაგალითად, შუქნიშნები, ჩიხები, შემოვლითი გზები, გაჩერებები და სხვა. მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება, იმსჯელონ (მაგ. წყვილებში) საგზაო ნიშნების გამოყენებაზე. მაგალითად, ჩიხი შეიძლება ნიშნავდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც არ მოგვცა სასურველი შედეგი; მწვანე ფერი კი იმას, რომ პიროვნების მოქმედებას გზა ხსნილი აქვს.

მოსწავლეები ადგენენ ცხოვრების საგზაო რუკას. მოსწავლეები ადგენენ ცხოვრების საგზაო რუკას ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. სასურველია, ეს გაკეთდეს დიდ ქაღალდზე, რომელზეც მოსწავლეები პირველ რიგში გზას დაიტანენ. შემდეგ კი – საგზაო ნიშნებს. საგზაო ნიშნებზე მათ უნდა მიუთითონ იმ მოვლენების შესახებ, რომელთაც ესა თუ ის საგზაო ნიშანი შესაბამება. სასურველია, რუკაზე დაიტანონ ფაქტორები, რომლებიც პიროვნების გადაწყვეტილებებზე ახდენდა გავლენას, (მაგალითად შიში, ამბიცია და ა. შ). რუკაზე მუშაობის დროს, დასაშვებია, მოსწავლეებს მივცეთ ოთახში თავისუფლად გადაადგილებისა და თანატოლთა იდეების გაცნობის საშუალება.

შედეგების შეჯამება. დასკვნით ეტაპზე ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების საერთო საკლასო განხილვა. პედაგოგმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა გაამახვილებინოს ნამუშევრებს შორის მსგავსება-განსხვავებებზე. შეკითხვები შეიძლება შემდეგი ტიპის იყოს: „რა ფაქტორები ახდენდა გავლენას პიროვნების არჩევანზე?“, „რა ფაქტორები ეხმარებოდა მას წინსვლასა და სასურველი მიზნის მიღწევაში?“. პედაგოგმა მოსწავლეებს შეიძლება სთხოვოს შედეგების შეჯამება ესეის სახით.
ვარიაციები
პირადი ცხოვრების საგზაო რუკა: მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს აქტივობა საკუთარი ცხოვრების საგზაო რუკის შესადგენად. ეს სტრატეგია მათ საკუთარი ცხოვრების, სირთულეების, გამოწვევების, მიღწევების ანალიზში დაეხმარება, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობას მისცემს, შედეგები ერთმანეთს გაუზიარონ და ამ გზით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

განსხვავებული ინტერპრეტაციები პიროვნების ცხოვრების შესახებ: რამდენიმე მოსწავლე იმუშავებს პიროვნების საგზაო რუკის შედგენაზე. თანამშრომლობა გამოხატული იქნება პიროვნების კვლევაში, თუმცა ისინი დამოუკიდებლად იმუშავებენ საკუთარ საგზაო რუკებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ, როგორ მოახდენენ მოსწავლეები პიროვნების ცხოვრების დეტალების ინტერპრეტირებას.

სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია საბაზო და საშუალო საფეხურზე, ძირითადად სოციალურ და ფილოლოგიურ საგნებში. სტრატეგიის ძლიერ მხარეებად შეიძლება შეფასდეს:

მოსწავლეებისთვის პიროვნების (ისტორიული, ლიტერატურული) ცხოვრების საკვანძო მომენტების გააზრების გაიოლება;
წარმოსახვითი უნარების გააქტიურება;
მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, თანამშრომლობითი უნარების დახვეწა.
სტრატეგიის ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს ცალკეულ მოსწავლეთა მხრიდან ზედაპირული დამოკიდებულება, ძირითადი საკითხიდან ყურადღების სხვა თემაზე გადატანა. მასწავლებელმა, მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს უნდა მისცეს მკაფიო ინსტრუქციები და ყურადღებით დააკვირდეს მუშაობის პროცესს.
სტრატეგიების გამოყენების შემდეგ აუცილებელია, მასწავლებელმა გააკეთოს შედეგების ანალიზი, შეაფასოს ძლიერი და სუსტი მხარეები და გაითვალისწინოს ის შემდგომი გამოყენების დროს. ინოვაციური სტრატეგიების სასიკეთოდ წაადგება საგაკვეთილო პროცესს და გაზრდის სწავლების პროდუქტიულობას.
გამოყენებული მასალები:

https://www.facinghistory.org
http://www.ascd.org/Default.aspx
დავით ჩივაძე
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლა.

2018/09/14


2018-2019 სასწავლო წლის სიახლე!
თანამედროვე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შესაქმნელად ჩვენი სკოლა საკუთარ სივრცეში შემავალ ყველა სეგმენტს სხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად გთავაზობთ სიახლეს, უკონკურენტო პროგრამას - Schoolbook- ს, ელექტრონულ ჟურნალს, რომელსაც აქვს 100-ზე მეტი ფუნქცია და ამით  უმარტივებს ურთიერთობას  მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას საუკეთესო თანამშრომლობისათვის. ელექტრონული ჟურნალის ეფექტურობა განისაზღვრება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და XXI საუკუნის ადამიანის პრიორიტეტებიდან გამომდინარე. მისი საშუალებით შესაძლებელია სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული წვდომა ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
Schoolbook- ის დანერგვით ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობის 3 უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს:
ü  დროის ეკონომიურად მართვა;
ü  საჭირო ინფორმაციაზე კომფორტული წვდომა ყველგან და ყოველთვის;
ü  ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე სკოლის ყველა სეგმენტისათვის.
გაეცანით სიახლეებს სკოლის ელექტრონულ მისამართზე: https://128skola.blogspot.com/ და FB გვერდზე.