კვლევები

2018-2019 სასწავლო წელს (სექტემბერი - მაისი) სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის მასწავლებელმა თამარ ქუთათელაძემ ჩაატარა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების   კვლევა თემაზე  საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სივრცეების სიმეტრიები
.კვლევის მიზანი
ინტერვენცია
ინტერვენციის გეგმა ითვალისწინებდა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო აქტივობების განხორციელებას ერთი საერთო მიზნით, გამოკეთილიყო, რამდენად არის შესაძლებელი არამხოლოდ სწავლების, არამედ აღზრდის კუთხით უკეთესი შედეგის მიღწევა სტანდარტული სასკოლო გარემოს შეცვლით, აქედან გამომდინარე,   რა კონკრეტული ფაქტორები უწყობს ხელს მოსწავლეს სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნასა და მოტივაციის ამაღლებაში.    ამისათვის განვახორციელე სკოლის  სხვადასხვა საფეხურისა და  კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგებისგან შემდგარ სამიზნე ჯგუფებსა და კონტროლკლასებზე დაკვირვება, კერძოდ, 1-1, 1-2, 1-3, 1-4, 2-1, 2-4, 3-1, 7-1, 7-3, 9-3, 10-1, 10-3, 11-1 კლასები, 7-3, 1-3, 10-1 კლასების მშობლებისგან შემდგარი ჯგუფი და მასწავლებლების ნაწილი, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაერთვნენ კვლევაში. კვლევის ფარგლებში დანერგილი აქტივობების მიზნები ასე განისაზღვრა;
1. სწავლებისა და  აღზრდის საკითხებზე თანაბარი ზრუნვის  ხელშეწყობა;
2. მოსწავლეთათვის სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა არასტანდარტულ სასკოლო გარემოში;
3. ტრადიციული საგანმანათლებლო გარემოს შეცვლა მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის;
4. მოსწავლეთა თვითდამკვიდრების არაძალადობრივი საშუალებების ხელშეწყობა.
ამ კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად დავგეგმე რამდენიმე მიმართულების აქტივობები:
v  საკლასო და სასკოლო გარემოს შეცვლა, მოსწავლის პირადი სივრცე; სასკოლო სივრცის - როგორც მყუდრო, კომფორტული და ყურადღებიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებები.
v  გაკვეთილზე ორგანიზების ფორმების შერჩევა;
v  მოსწავლეთა მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების დამუშავება პროპორციული და ეფექტური უკუკავშირისათვის;
v  სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის მჭიდრო, კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი ურთიერთობის ხელშემწყობი აქტივობების შერჩევა;
v  პროფესიული ზონების მოწყობა მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით;
v  თემის/მშობლების გააქტიურების ღონისძიებები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ამაღლების მიზნით.

კვლევის სტატისტიკა
ა) კვლევაში მონაწილეთა ცხრილი
     საფეხური
       დაწყებითი
            საბაზო
         საშუალო
რ-ობა
სულ


                                              კვლევის მეთოდი
კვლევაში მონაწილე
ჩაღრმავებული ინტერვიუ
ფოკუს
ჯგუფი
გამო-
კითხვა
ჩაღრმავებული ინტერვიუ
ფოკუს
ჯგუფი
გამო-
კითხვა
ჩაღრმავებული ინტერვიუ
ფოკუს
ჯგუფი
გამო-
კითხვა

1
მოსწავლე
5
15
36
12
15
72
12
15
60
242
2
მასწავლებელი
3


3


3


9
3
მშობელი
3
5

4
5

4
5

26
4
ადმინისტრაცია









3
5
სკოლის ფსიქოლოგი









1
6
სკოლის ექიმი









1
7
სკოლის მანდატური









2

სულ









286

სამიზნე ჯგუფი - VII-1,VII-3, X-1, X-3 და XI-1კლასები.
კვლევაში სუბიექტად მონაწილეობდა არაერთი მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სკოლის პერსონალი და მშობელი. მათი ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი შრომატევადი და მასშტაბური სამუშაოების ჩატარება. ინტერვენციის ფაზაში ჩემ მიერ წახალისებული იყო ყველა სახის ჩართულობის სურვილი სასკოლო ცხოვრების ყოველი სუბიექტის მხრიდან. ინტერვენციისას მიმდინარე ცვლილებებს ვაკვირდბოდი სხვადასხვა მეთოდითა და საშუალებით, ვაწარმოებდი კვლევის დღიურებს, ჩანაწერებს, რომლებზე დაყრდნობით განვსაზღვრე ბევრი ცვლილება. სკოლის ფსიქოლოგები გვიწევდნენ კონსულტაციებს მშობლებთან დამოკიდებულების კუთხით. სკოლის ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებდა თვალს პროექტების მიმდინარეობას ცალკეულ კლასებსა და საერთო სასკოლო სივრცეში. კომპლექსური მიდგომებითა და საერთო ძალისხმევით თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ინტერვენციის აქტივობების ეფექტურობა როგორც სასწავლო, ასევე აღზრდელობითი კუთხით.

.დასკვნა
ხანგრძლივმა და მრავლისმომცველმა ინტერვენციამ შესაძლებლობა მომცა, გამეკეთებინა გარკვეული დასკვნები, რაც ინტერვენციამდელ და შემდგომი პერიოდის ცვლადებზე დაკვირვებით იყო შესაძლებელი:
Ø  მოსწავლეებს აქვთ მზაობა, შეცვალონ სასკოლო ცხოვრება უკეთესობისკენ, მხოლოდ ასეთ ცვლილებებს დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ, მათ უფრო მეტი მონდომება და ინიციატივა სჭირდებათ ჩვენი - მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის  მხრიდან.
Ø  იმისათვის, რომ საჯარო სკოლაში ცხოვრება უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ, დავიწყოთ დიაგნოსტირებით, რა გვაწუხებს, რისი გაუმჯობესება გვსურს;
Ø  ვეძებოთ მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეს, აღიქვას სკოლა პირად სივრცედ;
Ø   დავადგინოთ მოსწავლის  დისკომფორტის გამომწვევი ფაქტორები; დისკუსიებით, ფოკუსჯგუფებით, ინტერვიუებით, გამოკითხვებითა და სხვა კვლევის მეთოდებით დავაკვირდეთ მათ შეხედულებებს, აზრებს, იდეებს;
Ø  წავახალისოთ ბავშვის ნებისმიერი სასიკეთო წამოწყება და ინიციატივა, რაც აუცილებლად შეცვლის გარემოს სკოლაში; მოსწავლის მიერ საკუთარი, მშვიდი პირადი სივრცის აღქმისა და პოზიტიური ფსიქო-ემოციური გარემოს  გარეშე შეუძლებელია მის წარმატებაზე ზრუნვა;
Ø   წავახალისოთ ყველა მცდელობა, სხვადასხვა  საფეხურისა და პარალელური კლასების მოსწავლეთა ერთმანეთთან საქმიანი და კეთილგანწობილი ურთიერთობის მისაღწევად. ასეთი გარემო ამაღლებს ერთმანეთზე ზრუნვისა დ აპასუხისმგებლობის განცდას; მინიმუმამდე დაჰყავს სკოლაში მოსწავლეთა შორის დაპირისპირების, ჩაგვრის შემთხვევები;
Ø  მოსწავლე, რომლისათვისაც საგაკვეთილო 45 წუთი წარმოადგენს დამთრგუნველ პერიოდს თავისუფალი გადაადგილების გარეშე, ვერ იქნება ეფექტიანი გაკვეთილზე, ხოლო წუთშესვენებები ასეთი სტრესისგან იცავს მოსწავლეს და ხდის მას უფრო პროდუქტიულს;
Ø  სასკოლო სივრცის კეთილმოწყობა და თბილი, პოზიტიური ელემენტებით გადახალისება დადებითად მოქმედებს ყველა საფეხური მოსწავლეთა განწყობაზე;
Ø  გაკვეთილზე მუშაობის ორგანიზების ჯგუფური ფორმები ამაღლებს მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებს;
Ø  გაკვეთილზე მუშაობის ორგანიზების ჯგუფური ფორმები აუმჯობესებს მოსწავლეთა შორის ურთიერთდამოკიდებულებას;
Ø  გაკვეთილზე მუშაობის ორგანიზების ჯგუფური ფორმები აძლევს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს თანაბრად რეალიზების საშუალებას;
Ø  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ხშირი გამოყენება ავითარებს მოსწავლეებში ობიექტურობისა და სამართლიანობის უნარებს-ჩვევებს;
Ø  მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის კარგი საშუალებაა მათი დაინტერესება არა მხოლოდ საკუთარი შვილის შედეგებით, არამედ მათი შესაძლებლობების რეალიზებით, კერძოდ, ინტერვენციის ფაზაში მშობლების პროფესიული დახმარება, სკოლის ცხოვრებაში მათი უმნიშვნელოვანესი წვლილის აღიარება და სხვა წახალისების აქტივობების სისტემატური გამოყენება;
Ø  მასწავლებლების შრომა და უნარები საუკეთესოდ გამოვლინდება მაშინ, თუ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან არა მხოლოდ თავიანთი კლასების, არამედ საერთო სასკოლო აქტივობებში იმისათვის, რომ გააუმჯობესონ სასკოლო ცხოვრების ხარისხი; ყველა მათი მცდელობა იქნება წახალისებული და დაფასებული.

                                           
                                          
              





2018 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების   კვლევა - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სივრცეების სიმეტრიები, რომლის მიზანია, დააკვირდეს, რამდენად არის შესაძლებელი არა მხოლოდ სწავლების, არამედ აღზრდის კუთხით უკეთესი შედეგის მიღწევა სტანდარტული სასკოლო გარემოს შეცვლით, აქედან გამომდინარე,   რა კონკრეტული ფაქტორები უწყობს ხელს მოსწავლეს სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნასა და მოტივაციის ამაღლებაში.   

No comments:

Post a Comment