სამოდელო გაკვეთილის გეგმა
თარიღი: 31.01.2019
სამოდელოს ტიპი - პრობლემაზე ორიენტირებული
მასწავლებელი, გვარი, სახელი, პ/ნ - თამარ ქუთათელაძე/01009000183
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/ XI-1
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
თემა: სასჯელი - ზნეობრიობის დემონსტრაცია (აკაკი წერეთელი - „გამზრდელი“)
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტში გადმოცემული მოვლენების, ფაქტების შესახებ საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენა, მათი შედარება-შეპირისპირება, ანალიზი; პერსონაჟთა მახასიათებლების დადგენა და ავტორის სათქმელის განსაზღვრა; აუდიტორიის წინაშე მოსაზრების არგუმენტირებულად წარდგენა; შემოქმედებითი მიდგომა მხატვრულ ტექსტში არსებული პრობლემის მიმართ; გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
№ აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. საკლასო შეფასების კრიტერიუმები. 2 წთ
2 მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას - აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ მე-4 თავი.
სვამს კითხვებს:
1.ვინ არის ჰაჯი-უსუბი?
2.რით არის იგი გამორჩეული?
3.რომელი ფრაზით გადმოგვცემს ავტორი აზრს, რომ პიროვნული თვისებები დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის ქცევას?
4.რატომ მიდის საფარ-ბეგი ჰაჯი- უსუბთან, როცა შეუძლია თავი აარიდოს ბათუს მიერ მიცემულ დავალებას?
5.რატომ დაინტერესდა ჰაჯი-უსუბი ბათუს რეაქციით საფარის ქმედებაზე?
6.როგორ გესმით ფრაზა“
„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!“
7.რას მიიჩნევთ ნაწარმოების ფინალის მთავარ შტრიხად? გონებრივი იერიში.
პრობლემური საკითხის ჩამოყალიბე-
ბა.
საკლასო სახელმძღვანელო- როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი.2015 5 წთ
3 მასწავლებელი ჯგუფებში გადანაწილებულ მოსწავლეებს ურიგებს ფლიპჩარტებს, რომლებზეც დატანილია სქემა №1.
განმარტავს სქემას და აძლევს მათ მკაფიო დავალებას:
დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთმიმართების ქრისტიანული მოდელის გათვალისწინებით გააანალიზეთ პოემის პერსონაჟთა ქმედებების შედეგები, თვალსაზრისი გაამყარეთ არგუმენტებით. გრაფიკულ მაორგანიზებელზე მუშაობა ჯგუფური გრაფიკული მაორგანიზებლები. ფლიპჩარტები, მარკერები 5 წთ
4 ჯგუფებიდან პრეზენტატორები წარადგენენ პრეზენტაციებს, საჭიროების შემთხვევაში ჯგუფი განავრცობს პრეზენტატორთა არგუმენტებს.
მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს, რის შემდეგაც მასწავლებელი აძლევს პრეზენტატორებს უკუკავშირს და აფასებს განმსაზღვრელი შეფასებით. პრეზენტაცია პრეზენტატორი ჯგუფის მხარდაჭერით მოსწავლეთა ნაშრომები - დამუშავებული სქემები, დაფა.
შეფასების კრიტერიუმები. 10 წთ
5 მასწავლებელი ჯგუფებში გადანაწილებულ მოსწავლეებს ურიგებს ფლიპჩარტებს, რომლებზეც დატანილია სქემა №2.
განმარტავს სქემას და აძლევს მათ მკაფიო დავალებას:
თქვენ უკვე დააკვირდით პერსონაჟების ქმედებათა შედეგებს დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთმიმართების კუთხით. ახლა კი დაამყარეთ არგუმენტირებული ურთიერთკავშირი დანაშაულის ორგვარ პასუხისმგებლობას შორის. თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ.
სქემებზე მუშაობა ჯგუფური გრაფიკული მაორგანიზებლები. ფლიპჩარტები, მარკერები 7 წთ
6 ჯგუფებიდან პრეზენტატორები წარადგენენ პრეზენტაციებს, საჭიროების შემთხვევაში ჯგუფი განავრცობს პრეზენტატორთა არგუმენტებს.
მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს, რის შემდეგაც მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს უკუკავშირს განმავითარებელი შეფასებით. პრეზენტაცია პრეზენტა-
ტორი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. დამუშავებული სქემები. 10 წთ
7 შეჯამება:
მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მსჯელობის ძირითად აქცენტებს და აკ.ბაქრაძის შეხედულების გაცნობით კრავს თემას - სხვისი დანაშაულის საფუძვლის ძებნა საკუთარ თავში ღირსეული ადამიანის ქმედებაა
„სასჯელი სამაგიეროს მიზღვა კი არ უნდა იყოს, არამედ ზნეობრიობის დემონსტრაცია. ცხადია, ჰაჯი უსუბს შეეძლო დაესაჯა საფარი, მოეკლა იგი, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ სამაგიეროს გადახდა, ერთი დანაშაულის მეორეთი, ბოროტების მოკვეთა ბოროტებით. სასჯელი მაშინ გახდებოდა ზნეობრივი აქტი, როცა იგი გამოიხატებოდა არა დანაშაულით, არა ძალდატანებით, არა ბოროტებით, არამედ იმის მაგალითის ჩვენებით, როგორი უნდა იყოს პატიოსანი ადამიანის დამოკიდებულება დანაშაულისადმი. ჭეშმარიტად პატიოსანია მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაც აგებს პასუხს სხვისგან ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო“. საკითხის შეჯამება საკლასო აკ.ბაქრაძე, ტ.I. თბილისი.2004. ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე, აკაკი წერეთელი, „გამზრდელი“. 3 წთ
8 საშინაო დავალება:
დაწერეთ ესე -
სასჯელი - ზნეობრიობის დემონსტრაცია. საკლასო ტექსტი,
კრიტიკული ლიტერატურა: აკ.ბაქრაძე, ტ.I. თბილისი.2004. ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე, აკაკი წერეთელი, „გამზრდელი“. 2 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლე წარმოაჩენს მხატვრული ტექსტში გადმოცემული მოვლენების, ფაქტების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, შეუძლია მოვლენების შედარება-შეპირისპირება, ანალიზი; პერსონაჟების მახასიათებლების დადგენა და ავტორის სათქმელის განსაზღვრა; აუდიტორიის წინაშე მოსაზრების არგუმენტირებულად წარდგენა; შემოქმედებითი მიდგომა მხატვრულ ტექსტში არსებული პრობლემის მიმართ; გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება.
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ქულები
პირობასთან შესაბამისობა
იცავს დროის ლიმიტს 0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა) 0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას 0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები 0 - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა 0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.) 0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.) 0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები 0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10
ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების კრიტერიუმები განმავითარებელი შეფასებისათვის
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია დიახ არა ნაწილობრივ
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
სქემა №1
დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთმიმართების ქრისტიანული მოდელის გათვალისწინებით გააანალიზეთ პოემის პერსონაჟთა ქმედებების შედეგები.
სქემა №2
დაამყარეთ ურთიერთკავშირი დანაშაულის ორგვარ პასუხისმგებლობას შორის