2019/06/06


სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
ტიპი  - პრობლემაზე ორიენტირებული
საგანი:      ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:       საშუალო/X -1
მოსწავლეთა რაოდენობა:  28
თემა: ემოცია და ემოციური ინტელექტი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს,  პერსონაჟის ქმედების შეფასება-გააზრება; წარმოსახვითი უნარების გააქტიურება;   გამოხატოს მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულება;  გააანალიზოს ტექსტში გადმოცემული მოვლენები; საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინოს იგი აუდიტორიის წინაშე;  ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად; იმუშაოს კოლაბორაციულ  გარემოში; ისწავლოს საკუთარი ემოციების ეფექტური მართვა.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.   
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
წინარე ცოდნა: მოსწავლეები სწავლობენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, აქვთ დისკუსიის წარმართვის უნარები.
იციან ტერმინთა განმარტება (იხ.დანართი 1):
მოსწავლეები სხედან წრიულად პარიტეტულ გარემოში

საკლასო
დისკუსიის შეფასების კრიტერიუმი.
2        წთ

1.      მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტს, რომელზეც დაწერილია ამონარიდები „ვეფხისტყაოსნიდან“, ამასვე ურიგებს მოსწავლეებს  თაბახის ფურცლებით:
2.      1. „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“ (110,4. თინათინი, როსტევანთან დიალოგის ეპიზოდი);
3.      2. “აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!“ (197,4. ავთანდილი, უცხო მოყმის ძებნის ეპიზოდი);
4.      3.  „ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია,
5.      სჯობს, საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია!“ (383,1.ნესტან-დარეჯანი, წიგნი ტარიელთან);
6.      4. „გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი“ (723,3. ავთანდილი, ტარიელთან მეორედ წასვლის წინა ეპიზოდი);
7.      5. „არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა, არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა“ (803,1-2. ავთანდილი, ანდერძი ავთანდილისა);
8.      6. „გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
9.      რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან,
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან“ (857,1-2-3. ასმათი ავთანდილთან მეორედ შეყრის ეპიზოდი);
7.“კვლა იტყვის: „ მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა,
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
 აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა, ლერწამ-ტანისა“ (872,1-2-3-4. ავთანდილი, ტარიელის მეორედ ძებნის ეპიზოდი).
აძლევს 4 წუთს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გადახედონ შესწავლილი ტექსტის ეპიზოდებს და გაიხსენონ კონტექსტი.

გონებრივი იერიში
საკლასო
ფლიპჩარტი ამონარიდებით.
4 წთ
3
მასწავლებელი სვამს კითხვას  - რა აერთიანებთ ამონარიდებს? მოსწავლეები, სავარაუდოდ, პასუხობენ, რომ ყოველ მათგანში გადმოცემულია პერსონაჟთა ემოციები ან ემოციების მიმართ მათი დამოკიდებულება.
შეახსენებს მოსწავლეებს ემოციისა და ემოციის ინტელექტის განმარტებებს (იხ.დანართი №1)
კითხვა-პასუხი (დისკუსიისათვის მოსწავლეთა პროვოცირება-მომზადება)
საკლასო
ტერმინთა განმარტებები
(დანართი №1).
2 წთ
4
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტს სადისკუსიო საკითხით:
როგორ ესმის რუსთაველს  ემოცია და როგორია მისი პერსონაჟების ემოციური ინტელექტი
(„გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან?“).
ყოველ მოსწავლეს აქვს უფლება, მხოლოდ 2-ჯერ გამოთქვას აზრი: I - სიტყვისთვის;
II - რეპლიკისთვის.
 მასწავლებელი არის ფასილიტატორი და ერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს სადისკუსიო საკითხიდან გადახვევის მცდელობა აქვთ, ან არ იცავენ წესებს.
მასწავლებელი  დისკუსიის დროს სადისკუსიო თემის ფლიპჩარტზე ინიშნავს მნიშვნელოვან მოსაზრებებს ემოციისა და ემოციის ინტელექტის ველში (სქემა 1. იხ.დანართი №2).
დისკუსია
საკლასო
სქემა №1.
ზარი მოსწავლეთა მიერ წესის დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებლად.
 32 წთ
5
მასწავლებელი წყვეტს დისკუსიის მიმდინარეობას; აფასებს მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ჩანიშნული მოსაზრებების მიხედვით აჯამებს საკითხს - როგორ ესმის რუსთაველს  ემოციური ინტელექტი ანუ ადამიანობის ხელოვნება.
m
დისკუსიის შეჯამება
საკლასო
სქემა №1
4 წთ
6

საშინაო დავალება -
ესე: როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები?

საკლასო

1 წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლე წარადგენს სხვადასხვა მოსაზრებას პრობლემურ საკითხზე და ისმენს განსხვავებულ აზრს; მონაწილეობს დისკუსიაში მონაწილე ყველა წევრთან თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე; აქვს საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის დამაჯერებლად წარდგენის უნარი; შეუძლია პერსონაჟის ქმედების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; ეუფლება საკუთარი ემოციების უკეთ მართვის ტექნიკას.






შეფასება:
დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად, აკეთებს დასკვნებს
2
ეყრდნობა ტექსტს, ეფექტურად იყენებს ნაწარმოების სხვადასხვა მონაკვეთს
2
იცავს დროის ლიმიტს
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2


დანართი 1
ტერმინთა განმარტებები მოსწავლეთათვის:
ემოცია - ფსიქიკური განცდა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანზე გარეგანი თუ შინაგანი გამღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად.
ემოციური ინტელექტი - ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარი. იყოფა 4 უნარად: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა. 





დანართი 2
სქემა №1
                       გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
                         რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან
                          ემოცია
                ემოციური ინტელექტი




No comments:

Post a Comment