სადამრიგებლო კლასთან მუშაობის 2018-2019 სასწავლო წლის პროგრამა წარიმართა მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. პროგრამის ფარგლებში კლასი ჩართული იყო სასკოლო პროექტებსა და კლასის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, ესენია: პროექტები "ლაბორატორია", "ზღაპრული ზღაპრები", "ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი წესია", "ძალადობა მოძალადის სისუსტეა".
გასვლითი აქტივობების ფარგლებში კლასი ეწვია დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმს, სულხან-საბას სახლ-მუზეუმსა და ბოლნისის სიონის ტაძარს, გაეცნენ პირველ ქართულ წარწერას.
გაიმართა 14 საერთო საკლასო და მიზნობრივი ჯგუფების მუშაობა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
ამაღლდა მშობელთა ჩართულობის ხარისხი, რაც დადებითად აისახა მოსწავლეთა სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობის ხარისხზე.
მოსწავლეთა ურთიერთობა არის პოზიტიური, მეგობრული და თანამშრომლობითი საგაკვეთილო პროცესის დროს.
აკადემიური მოსწრების კუთხით უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება.
No comments:
Post a Comment