2018/10/26

სამოდელო გაკვეთილის გეგმა
თარიღი - 25.10.2018
ტიპი - გამჭოლი კომპეტენციები (სემიოტიკური წიგნიერება)
მასწავლებელი - თამარ ქუთათელაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/X -1
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
თემა: მოგზაურობა აბოსა და შუშანიკის ცხოვრებაში
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს, პერსონაჟის ცხოვრების საკვანძო მომენტების გააზრება; წარმოსახვითი უნარების გააქტიურება; გამოხატოს მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზოს ტექსტში გადმოცემული მოვლენები; საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინოს იგი აუდიტორიის წინაშე; ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად; იმუშაოს კოლაბორაციულ გარემოში.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
გაკვეთილის მიმდინარეობა:
1.საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
მოსწავლეებმა დაასრულეს იოვანე საბანისძის „წამებაი წმიდისა ჰაბოისი“, ნასწავლი აქვთ იაკობ ხუცესის „წამებაი წმიდისა შუშანიკისი“. იცნობენ ძირითად საგზაო ნიშნებს.
შეუძლიათ დისკუსიის გამართვა და თანამშრომლობით გარემოში მუშაობა.
„ცხოვრება, როგორც მოგზაურობა“.
2.დავალება I
მასწავლებელი დაფაზე აკრავს საგზაო ნიშნებს. სთხოვს მოსწავლეებს, დახატონ აბოსა და შუშანიკის ცხოვრების რუკა, რომელზეც საგზაო ნიშნების გამოყენებით გამოკვეთილი იქნება ამ ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც უნდა განალაგონ ქრონოლოგიურ სკალაზე. გაითვალისწინონ გარემო, რომელშიც პაერსონაჟებს უხდებოდათ ცხოვრება. პიროვნების ცხოვრება განიხილონ, როგორც მოგზაურობა, რომელი საგზაო ნიშნების გამოყენება იქნება მართებული მათი ცხოვრების მომენტების ვიზუალური გამოსახვისათვის. ასევე, რუკაზე მუშაობისას დაიტანონ ფაქტორები (შიში, ამბიცია, რისკი და სხვ.), რომლებიც გადაწყვეტილებაზე ახდენდა გავლენას.
3.გონებრივი იერიში მეტაფორის გამოყენებით
3. მოსწავლეები მუშაობენ პერსონაჟთა ფსიქო-ემოციურ პორტრეტებზე თანამშრომლობით გარემოში. ( http://mastsavlebeli.ge/?p=18293&fbclid=IwAR3NKaeXX8lQZDuQXz_HElwcVTr2HiJHU4JxTa6JJdDW3AO3IJJkD9EehH8 დავით ჩივაძე).
4. მოსწავლეები წარადგენენ ნაშრომებს აუდიტორიის წინაშე. მათ გათვალისწინებული უნდა ჰქონდეთ ფაქტორები, რომლებმაც განსაზღვრეს პერსონაჟთა ცხოვრება.
5.მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
6. მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა ნაშრომებს. ხაზს უსვამს ფაქტორებს, რომლებიც ეხმარებოდა წმინდანებს მიზნის მიღწევაში.
7. საშინაო დავალება: შევადგინოთ პირადი ცხოვრების საგზაო რუკა

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლე წარადგენს სხვადასხვა მოსაზრებას პრობლემურ საკითხზე და ისმენს განსხვავებულ აზრს; მონაწილეობს დისკუსიაში მონაწილე ყველა წევრთან თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე; აქვს საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის დამაჯერებლად წარდგენის უნარი; შეუძლია პერსონაჟის ცხოვრების გააზრება-გაანალიზება და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების კრიტერიუმები განმავითარებელი შეფასებისათვის

მოსწავლეთა ურთიერთშეფასება

No comments:

Post a Comment