2019/03/17

სამოდელო გაკვეთილის გეგმა
თარიღი: 05.12.2018
სამოდელოს ტიპი - პრობლემაზე ორიენტირებული
მასწავლებელი, გვარი, სახელი, პ/ნ - თამარ ქუთათელაძე/01009000183
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/XI -1
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
თემა: საწუთისოფლო ცხოვრება და ასკეტიზმი
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს, შეაფასოს, შეადაროს, გააანალიზოს სხვათა მოსაზრება; საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინოს იგი აუდიტორიის წინაშე; წერილობით ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად; იმუშაოს კოლაბორაციულ გარემოში.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

№ აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს აქვთ ცოდნა ასკეტური ცხოვრების შესახებ, იცნობენ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს, შესწავლილი აქვთ რუსთაველისა და გურამიშვილის შეხედულებები ამქვეყნად ადამიანის მისიისა და არსის შესახებ. შეუძლიათ დისკუსიის გამართვა და თანამშრომლობითი გარემოში მუშაობა. საკლასო შეფასების კრიტერიუმები. 3 წთ
2 მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ორ პოზიციას ადამიანის მისიის შესახებ:
1.ადამიანი არ უნდა გახდეს მიწიერი სურვილების ტყვე, რადგან მიწიერი ყოველივე წარმავალია, ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი ხორციელი სურვილები. ამ იდეას ვხედავთ ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც და შემდეგაც, ე.ი. ხორციელზე სულის უპირატესობა კაცობრიობის საუკეთესო ნაწილს იმთავითვე გაუაზრებია. დავით წინასწარმეტყველი - „პური გულის სათქუმელი არა ვსჭამო“ > რომის იმპერატორი, მარკუს ავრელიუსი - „მე უფრო დიდი ვარ და დიდი რამისთვის შობილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე თავის მიმართ“ > შოთა რუსთაველი - „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა თნებასა“;
2. აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“, კარი 2, ბოლო თავში ვკითხულობთ არსენ კათალიკოსის სიტყვებს თორნიკეს მიმართ:
„ნუთუ შენ, მართლა, რამე გგონია
ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება?
განა ღვაწლია ხორციელისგან
ამა სოფლისა კრძალვა-რიდება?
და ეს ქვეყანა, მშვენებით სავსე,
შემოქმედების გამომხატველი,
ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული,
რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი?
ვინცა იწუნებს თავმოყვარებით
ამ მიუწდომელ დიდსა ქმნილებას
და უარსა ჰყოფს კანონიერსა
ბუნების ყოვლგვარ მოთხოვნილებას,
ის უარსა ჰყოფს თვით შემოქმედსა!
საბრალო არის ის და შემცდარი,
რადგან არ იცის, თუ ქვეყნიერად
რად მოგვევლინა ჩვენ მაცხოვარი!“
სახარებაში ვკითხულობთ: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს (იაკ.2,26).
მინი ლექცია საკლასო ამონარიდები მხატვრული ტექსტებიდან; სახარებიდან. 5 წთ
3 მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებად დანაწილებულ მოსწავლეებს ბარათებს, რომლებზეც დატანილია ზემოაღნიშნული ციტატები, სთხოვს, გაიხსენონ X კლასში შესწავლილი ნაწარმოებები და წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტირებული მოსაზრება შემდეგ კითხვებზე: რა არის ადამიანის ამქვეყნიური მისია, როგორ და სად არის შესაძლებელი ადამიანის რეალიზება? (სასურველია ტექსტების მოხმობა)
სეგმენტური მეთოდი ჯგუფური ბარათები ამონარიდებით, ფლიფჩარტი, მარკერები. 10 წთ
4 მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს აუდიტორიის წინაშე. ყველა გამოთქვამს თავის შეხედულებას მასწავლებლის ან სხვა მოსწავლის კომენტარის გარეშე (შესაძლებელია ჯგუფის წარმომადგენელმა შეავსოს წარდგენილი მოსაზრება).
მასწავლებელი ფლიფჩარტზე წითლად აღნიშნავს საკვანძო წინადადებებს. წარდგენის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეაფასონ ერთმანეთის ნაშრომები. მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს განმავითარებელ შეფასებას და აფასებს პრეზენტატორს შეფასების სქემების მიხედვით. პრეზენტაცია ინდივიდუალური, საკლასო შეფასების სქემები.
საპრეზენტაციო მასალა. 15 წთ
5 მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა ნააზრევს და აყალიბებს, სავარაუდოდ, ორ განსხვავებულ შეხედულებას:
1.ბერმონაზვნობა ასკეტური ცხოვრების წესია, რომელიც საკუთარ თავში ჩაკეტვას და ბოროტებისგან განდგომას გულისხმობს;
2. ბერმონაზვნობა ასკეტური ცხოვრების წესია და ღვთის, ქვეყნისა და მოყვასის სასიკეთოდ საკუთარი სიამეების უარყოფას მოიაზრებს.
პრობლემურ საკითხზე იმართება დისკუსია, რომელზეც მოსწავლეები არგუმენტირებულად იცავენ თავიანთ პოზიციებს. მასწავლებელი კომენტარის გარეშე ფლიპჩარტზე ჩამოწერს ძირითად არგუმენტებს ორივე მოსაზრების გასამყარებლად (ფლიპჩარტი გამოიყენება მომდევნო გაკვეთილებზე). დისკუსია საკლასო 10 წთ
6 საშინაო დავალება:
ესე - საწუთისოფლო ცხოვრება და ასკეტიზმი.
წასაკითხი ტექსტი - ილია ჭავჭავაძე „განდეგილი“, I-VI თავები. საკლასო 2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლე წარადგენს სხვადასხვა მოსაზრებას პრობლემურ საკითხზე და ისმენს განსხვავებულ აზრს; მონაწილეობს დისკუსიაში მონაწილე ყველა წევრთან თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე; აქვს საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის დამაჯერებლად წარდგენის უნარი; შეუძლია არამხატვრული ტექსტის გააზრება-გაანალიზება და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.


შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


ქულები
პირობასთან შესაბამისობა
იცავს დროის ლიმიტს 0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა) 0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას 0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები 0 - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა 0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.) 0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.) 0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები 0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10


ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების კრიტერიუმები განმავითარებელი შეფასებისათვის

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია დიახ არა ნაწილობრივ
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს

ბარათები ჯგუფებისათვის
• დავით წინასწარმეტყველი - „პური გულის სათქუმელი არა ვსჭამო“ ;
• რომის იმპერატორი, მარკუს ავრელიუსი - „მე უფრო დიდი ვარ და დიდი რამისთვის შობილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე თავის მიმართ“ ;
• შოთა რუსთაველი - „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა თნებასა“;
• აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“, კარი 2, არსენ კათალიკოსის სიტყვებს თორნიკეს მიმართ:
„ნუთუ შენ, მართლა, რამე გგონია
ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება?
განა ღვაწლია ხორციელისგან
ამა სოფლისა კრძალვა-რიდება?
და ეს ქვეყანა, მშვენებით სავსე,
შემოქმედების გამომხატველი,
ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული,
რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი?
ვინცა იწუნებს თავმოყვარებით
ამ მიუწდომელ დიდსა ქმნილებას
და უარსა ჰყოფს კანონიერსა
ბუნების ყოვლგვარ მოთხოვნილებას,
ის უარსა ჰყოფს თვით შემოქმედსა!
საბრალო არის ის და შემცდარი,
რადგან არ იცის, თუ ქვეყნიერად
რად მოგვევლინა ჩვენ მაცხოვარი!“
• სახარება - „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს (იაკ.2,26).
• ჰაგიოგრაფია
„და ეს უწყოდეთ, რამეთუ სულირად განწყობილნი ლაშქარნი თქუენნი ესე წმინდანი, უდაბნოთა მამანი, არიან ხორციელად განწესებულთა ლაშქართა თქუენთა სიმტკიცენი და საჭურველნი ყოველნი ყოველთა მორწმუნეთა მეფეთანი ,წყობრთა შინა წყობისათა“ (გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება).
გურამიშვილი -დავითიანი, გოდება დავითისა, საწუთროს სოფლის გამო ტირილი
„ამად შემძულდი, ყოფილხარ ცუდი,
ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!
მტყუანი, მრუდი, მპარავი, ქურდი,
ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო“.
საწუთროს სოფლის სამდურავი-
“ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და უპირო,
არ დაიჭირავს ხელშია, რაგინდ რომ ბრჭყალი უჭირო“.

No comments:

Post a Comment