სამოდელო გაკვეთილის გეგმა
თარიღი: 15.02.2019
სამოდელოს ტიპი - გამჭოლი კომპეტენციები /სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა
მასწავლებელი, გვარი, სახელი, პ/ნ - თამარ ქუთათელაძე/01009000183
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/ XI-1
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
თემა: ვაჟა- ფშაველა - პოემა „ალუდა ქეთელაური“ (თავი II)
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტში გადმოცემული მოვლენების, ფაქტების შესახებ საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენა, მათი შედარება-შეპირისპირება, ანალიზი; პერსონაჟთა მახასიათებლების დადგენა და ავტორის სათქმელის განსაზღვრა; აუდიტორიის წინაშე მოსაზრების არგუმენტირებულად წარდგენა; შემოქმედებითი მიდგომა მხატვრულ ტექსტში არსებული პრობლემის მიმართ; გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
№ აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. საკლასო შეფასების კრიტერიუმები. 2 წთ
2 წინარე ცოდნის გააქტიურება-
ვაჟა- ფშაველა - „ალუდა ქეთელაური“ თავი II.
სვამს კითხვებს:
1.როგორ პიროვნებად გვიხატავს ავტორი ალუდას ნაწარმოების დასაწყისში?
2.განვმარტოთ ფრაზა: „კარგია მუდამ მტრიანი“;
3. I თავში მტრები “რჯულძაღლს“ უწოდებენ ერთმანეთს. ამ ფრაზითვე (ახლა შენ იყოს, რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა!) მიმართავს მუცალი ალუდას და თოფს გადაუგდებს. რატომ იქცევა მუცალი ასე?
4.რა მოჰყვა იარაღზე შეგნებულად უარის თქმას, აზროვნების რა ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი მკითხველის თვალწინ?
5.რა ამწუხრებს თავისი სოფლისაკენ მომავალ მტრის დამმარცხებელ ალუდას?
6. რაზე მიანიშნებს ავტორის მიერ აღწერილი შატილის თავზე არსებული სიბნელე (მას კლდის ცა ახურავს)?
7. ვის შეეხო შატილიონის გულმოწყალება - ზოგადად მტერს თუ კონკრეტულ ადამიანს?
8.როგორ გადმოგვცემს პოეტი, რომ სოფელში მობრუნებული ალუდა პრაქტიკულად საკუთარ თავთან საუბრობს?
9.I თავში ალუდას შინაგანი ცვლილებები ემოციის დონეზე ვითარდება, რა იცვლება თანასოფლელებთან საუბრისას ამ თვალსაზრისით?
10. II თავში ალუდას მეტამორფოზა შეუქცევად გახდა. რა გახდა ამის მიზეზი?
გონებრივი იერიში - გზა პრობლების ჩამოყალიბებამდე.
საკლასო სახელმძღვანელო- როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი.2015 7 წთ
3 მასწავლებელი 4 ჯგუფად გადანაწილებულ მოსწავლეებს ურიგებს ფლიპჩარტებს და აძლევს დავალებას, არგუმენტირებულად დაასაბუთონ ალუდას მეტამორფოზის საფეხურების არსებობა მოცემულ ეპიზოდში, განმარტონ თავიანთი შეხედულება და შეავსონ სქემა №1
ალუდას მეტამორფოზის გრადაცია
1.იმსჯელეთ ეპიზოდზე - „გზა სოფლისაკენ, მტრობის მოჯადოებული წრე - „შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია“;
2.იმსჯელეთ ეპიზოდზე - საუბარი უშიშასთან, „იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა“.
3.იმსჯელეთ ეპიზოდზე - ალუდას თვითანალიზი (ეჭვი)- „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზიან დედანი...“
4. იმსჯელეთ ეპიზოდზე - ხევსურთა პასუხი - „მოკვდი სიკვდილი გირჩევნავ, რა ხარ სიცრუის მთქმელადა...“
გრაფიკულ მაორგანიზებელზე მუშაობა ჯგუფური გრაფიკული მაორგანიზებლები. ფლიპჩარტები, მარკერები 5 წთ
4 ჯგუფებიდან პრეზენტატორები წარადგენენ პრეზენტაციებს, საჭიროების შემთხვევაში ჯგუფი განავრცობს პრეზენტატორთა არგუმენტებს. მასწავლებლის მიერ დარიგებულ მრგვალი ფორმის ფურცლებს აკრავენ ცენტრალურ სქემაზე (სქემა №1).
მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს, რის შემდეგაც მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაამყარონ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირი. აძლევს პრეზენტატორებს უკუკავშირს და აფასებს განმსაზღვრელი შეფასებით. პრეზენტაცია პრეზენტატორი ჯგუფის მხარდაჭერით მოსწავლეთა ნაშრომები - დამუშავებული სქემა, დაფა, მაგნიტები.
შეფასების კრიტერიუმები. 12 წთ
5 მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, იმსჯელონ მინდიას პერსონაჟის შესახებ - რა ამოძრავებს „თორმეტი ქისტის მამკლავ“ ხევსურს? ახაიათებენ მინდიას სქემის მიხედვით (სქემას ვინახავთ IV თავის განხილვამდე, რათა შევძლოთ პერსონაჟის ხასიათის სრულყოფილად გამოხატვა). პერსონაჟის ქეისი ჯგუფური ფლიპჩარტი, მარკერი.
პერსონაჟის ქეისი სქემა№2 7 წთ
6 პრეზენტატორები წარადგენენ ჯგუფების შეხედულებებს, განმარტავენ მინდიას პოზიციას ალუდასა და თანასოფლელების მიმართ. მოსწავლეები აფასებენ და ავსებენ ერთმანეთის შეხედულებებს, რის შემდეგაც მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს უკუკავშირს განმავითარებელი შეფასებით. პრეზენტაცია პრეზენტა-
ტორი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. დამუშავებული სქემები. 8 წთ
7 მასწავლებელი აჯამებს ნაწარმოების II თავს, ხაზს უსვამს პერსონაჟის ცვლილების მოტივსა და საფუძველს - ალუდა ერთხელ, მუცალთან შეხვედრისას, მისწვდა მისთვის მანამდე დაფარულ ჭეშმარიტებას, რომელიც უკან დახევის შესაძლებლობას აღარ მისცემს, ის უნდა ამაღლდეს, საბოლოოდ ამოვიდეს ჭაობიდან, იშვას ღვთის ხატ ადამიანად.
საკითხის შეჯამება საკლასო დამხმარე ლიტერატურა:
ქართველი მწერლები სკოლაში. ვაჟა-ფშაველა, II ნაწილი. 2001. ალუდა ქეთელაური, ავტ. ლალი დათაშვილი; თამაზ ჩხენკელი. 3 წთ
8 საშინაო დავალება:
ვაჟა-ფშაველა - ალუდა ქეთელაური თავი III (სიზმარი) ტექსტი დასამუშავებლად. საკლასო 1 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლე წარმოაჩენს მხატვრული ტექსტში გადმოცემული მოვლენების, ფაქტების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, შეუძლია მოვლენების შედარება-შეპირისპირება, ანალიზი; პერსონაჟების მახასიათებლების დადგენა და ავტორის სათქმელის განსაზღვრა; აუდიტორიის წინაშე მოსაზრების არგუმენტირებულად წარდგენა; შემოქმედებითი მიდგომა მხატვრულ ტექსტში არსებული პრობლემის მიმართ; გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება.
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ქულები
პირობასთან შესაბამისობა
იცავს დროის ლიმიტს 0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა) 0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას 0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები 0 - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა 0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.) 0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.) 0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები 0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10
ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების კრიტერიუმები განმავითარებელი შეფასებისათვის
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია დიახ არა ნაწილობრივ
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
სქემა №1
ალუდას მეტამორფოზის გრადაცია
სქემა№2
პერსონაჟის ქეისი
No comments:
Post a Comment