სამოდელო გაკვეთილის გეგმა
თარიღი: 06.12.2018
სამოდელოს ტიპი - გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული (სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა)
მასწავლებელი, გვარი, სახელი, პ/ნ - თამარ ქუთათელაძე/01009000183
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/ XI-1
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
თემა: ილია ჭავჭავაძე „განდეგილი“, I-VI თავები.
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტში გადმოცემული მოვლენების, ფაქტების შესახებ საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენა, მათი შედარება-შეპირისპირება, ანალიზი; პერსონაჟის მახასიათებლების დადგენა და ავტორის სათქმელის განსაზღვრა; აუდიტორიის წინაშე მოსაზრების არგუმენტირებულად წარდგენა; შემოქმედებითი მიდგომა მხატვრულ ტექსტში არსებული პრობლემის მიმართ; გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება.
კავშირი ესგ-სთან:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
1 საორგანიზაციო საკითხები - სიის ამოკითხვა.
გაკვეთილის მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. საკლასო შეფასების კრიტერიუმები.
2 მასწავლებელი აკითხებს საშინაო წერით დავალებას 2 მოსწავლეს, აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას.
ორბთა და არწივთათვის შეუხებელ ადგილას ადამიანები მკვიდრდებიან, თითქოს ღმერთთან ცდილობენ მიახლოებას. სიმკაცრე, სიმშვიდე და მარტოობა - ამ ნიშნით მოუყრიათ თავი მონასტერში ჯერ ბერებს, ხოლო მათი ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ამ ადგილას ერთი მწირი დამკვიდრებულა.
იმის აღსანიშნავად, თუ რა ღვაწლია აქ მარტოდმარტო ცხოვრება, ავტორი იყენებს არაერთ მონუმენტურობის, სიდიადის, ამაღლებულობის აღმნიშვნელ სიმბოლოს (მყინვარი, კლდე, მთა და სხვ).
დავალება:
დაალაგეთ ცნებები III თავში „დაკნინების“ ფუნქციით გადმოცემული კონტრასტული ცნებების (ცოდვის სადგური, წაწყმედა და სხვ.) საპირისპიროდ და შეავსეთ სქემა №1
3 ჯგუფიდან პრეზენტატორები აუდიტორიის წინაშე წარადგენენ ნაშრომებს, განმარტავენ, რა მოსაზრებებით იხელმძღვანელეს სქემის შედგენისას. ჯგუფში შეუთანხმებელ პოზიციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს კონკრეტული მოსწავლე.
მასწავლებელი პრეზენტაციისას ინიშნავს თავის შეხედულებებს და დასრულების შემდეგ შეაფასებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით.
4 განდეგილის პორტრეტი ხატწერის პრინციპითაა დახატული. ხაზგასმულია სულიერი ამაღლებულობა, სიწმინდე და სიმშვიდე. რისი დათმობით მიაღწია მწირმა ასეთ მდგომარეობას? რა გზას გადის ადამიანი განდეგილობამდე (გაიხსენეთ X კლასში შესწავლილი აგიოგრაფიული ტექსტები).
მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს ფლიპჩარტს, რომელზეც აღნიშნულია მხოლოდ საფეხურები დაახლოებითი (მინიმალური) პერიოდების მითითებით.
დავალება:
ერთად გამოვთვალოთ, დაახლოებით რა დრო დასჭირდა განდეგილს ასეთი მდგომარეობის მიღწევამდე? რა სავარაუდო გზა უნდა გაევლო მას?
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ავსებენ სქემა №2-ს.
5 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შედგენილი სქემის გამოყენებით აღწერონ ადამიანის სულიერი ამაღლების ფაზაზე მიღწეული შედეგები, მაგ. მორჩილი - საღვთო გზით სიარულის სურვილი.
მოსწავლეები აღწერენ თითოეული ეტაპის გავლისას ადამიანის მიერ გავლილ წინააღმდეგობებს (ახლობელი ადამიანების, ოჯახის დატოვება; კარიერა, ხორციელი სურვილები და გართობა და სხვ. ამქვეყნიური სიამეების დათმობა). სქემებზე მუშაობა ჯგუფური
6 ჯგუფები წარადგენენ თავიანთ არგუმენტირებულ მოსაზრებებს აუდიტორიის წინაშე. შეაფასებენ ერთმანეთის ნაშრომებს (ურთიერთშეფასება).
მასწავლებელი აფასებს ჯგუფებს განმავითარებელი შეფასების რუბრიკით. პრეზენტაცია პრეზენტა-
ტორი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
7 საშინაო დავალება
ილია ჭავჭავაძე „განდეგილი“, VII-XV თავები.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევები შედეგები:
მოსწავლე წარმოაჩენს მხატვრული ტექსტში გადმოცემული მოვლენების, ფაქტების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, შეუძლია მოვლენების შედარება-შეპირისპირება, ანალიზი; პერსონაჟის მახასიათებლების დადგენა და ავტორის სათქმელის განსაზღვრა; აუდიტორიის წინაშე მოსაზრების არგუმენტირებულად წარდგენა; შემოქმედებითი მიდგომა მხატვრულ ტექსტში არსებული პრობლემის მიმართ; გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება.
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ქულები
პირობასთან შესაბამისობა
იცავს დროის ლიმიტს 0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა) 0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას 0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები 0 - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა 0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.) 0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.) 0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები 0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10
ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების კრიტერიუმები განმავითარებელი შეფასებისათვის
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია დიახ არა ნაწილობრივ
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
No comments:
Post a Comment